მადონა ღვინიაშვილი
Wednesday, June 10, 2015
Saturday, November 3, 2012
ქართული კულტურის ძეგლები
პროექტი --- ქართული კულტურის ძეგლები VII-კლასი
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლემ შესძლოს ინფორმაციის მოძიება, თეორიული ცოდნის და ვიზუალური მასალის ერთმანეთთან დაკავშირება.
პროექტის მიზანი: მოსწავლეს გავუღვივოთ ინტერესი ქართული კულტურის
ძეგლებისადმი, გამოვუმუშაოთ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და მისი გამოყენებით
ქართული ძეგლების პრეზენტაციის უნარი.
Add caption |
შედეგი: ს.გ.VII.5. განიხილავს სამუშაო
გეგმის რამდენიმე ვარიანტს და შეარჩევს ერთ-ერთს.
გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას და სამუშაო გრაფიკს, ანაწილებს
ფუნქციებს, აკონტროლებს სამუშაოს თანმიმდევრობას. პრობლემის შემთხვევაში ცვლის სტრატეგიას. აფორმებს სხვადასხვა საკლასო და სასკოლო ღონისძიებას,
ქმნის მისალოც და მოსაწვევ ბარათებს, ჩარჩოებს,
კედლის გაზეთს, აფიშას ზეიმისთვის.
ს.გ.VII.6ანაწილებს ფუნქციებს
შესასრულებელი ამოცანის მიზნიდან გამომდინარე. განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების სავარაუდო
ვადას და იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას. მონაწილეობს ერთობლივი
შემოქმედებითი და საორგანიზაციო გადაწყვეტილების მიღებაში.
ს.გ.VII.9.კორექტულია სხვის
შეცდომებზე საუბრისას. ტოლერანტულია განსხვავებული იდეების, სტილის, მიდგომების მიმართ.
კამათის დროს სხვას აცდის საუბარს.
ს.გ.VII.10. განსაზღვრავს სხვადასხვა ღონისძიების თემას და მიზანს.
აწყობს გამოფენას და მონაწილეობს მასში.
ს.გ. VII.13. მსჯელობს მატერიალური კულტურის
ზეგლებძე, რომლებიც უნახავთ და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას. ადარებს ერთმანეთს
საეკლესიო არქიტექტურის ცნობილ ძეგლებს.
პროექტითვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი, ბლოგი,
მოსწავლეთა მიერ შექმნილი ვიზუალური მასალა. (სასურველია ექსკურსიაზე წასვლა და კულტურული
ძეგლების ნახვა)
პროექტის მსვლელობა: გაკვეთილზე ხდება
იმ კულტურული ძეგლების პრეზენტაცია, რომლებიც მოსწავლეებმა ერთობლივად მოწყობილ ექსკურსიებზე გადაიღეს, მოიძიეს ინფორმაცია, ან
ინდივიდუალურად ნახეს. ძეგლების დათვალიერების დროს მასწავლებლის დავალებით მოსწავლეები
აფიქსირებენ არქიტექტურას, მხატვრობის ნიმუშებს,
ამუშავებენ ისტორიულ, თუ სხვა დოკუმენტებს. მათი მოძიებული მასალა ჩანახატები დაა ფოტო მასალა
ვიზუალური რესურსის როლს შეასრულებს. ადგილზე
გაკეთებული ჩანაწერები პრეზენტაციის დროს დაეხმარებათ.
1.
აქტივობა:
ჯგუფის წევრებსგადანაწილებული აქვთ ფუნქციები. თითოეული მათგანი ასრულებს მასზე დაკისრებულ
მოვალეობას. ამზადებს რესურსებს სლაიდის ასაწყობად, ან ფორმატზე დასაწებებლად, აწებებს,უკეთებს
წარწერებს, ამზადებს მასალას პრეზენტაციისთვის.
2.
აქტივობა:
თითოეული ჯგუფი აუდიტორიის წინაშე წარადგენს მოძიებულ
მასალას ქარტული კულტურის რომელიმე კონკრეტული ძეგლის შესახებ. აფასებენ თანაკლასელების
ნამუშევრებს და აღნიშნავენ, რომელი მათგანია ყველაზე საინტერესო, ამომწურავი,ორიგინალი
და ა.შ
საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტი,ისტორია
პროექტის ხელმძღვანელი: მადონა ღვინიაშვილი
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:madona1912.blogspot. com/
Saturday, October 27, 2012
მადონა ღვინიაშვილი
მადონა ღვინიაშვილი დავიბადე 1983 წლის 19 დეკემბერს. ვცხოვრობ ქარელის მუნიციპალიტეტ სოფელ ურბნისში.დავამთავრე ცხინვალის სამხატვრო ტექნიკუმი ფერწერის განხრით.ამავე სოფელში ვმუშაობ ხელოვნების მასწავლებლად.
Subscribe to:
Posts (Atom)